ასოციაცია „აინუნგი”
საქართველოს გერმანელთა ასოციაცია “აინუნგ”-ი 30 წლისაა
საქართველოს გერმანელთა ასოციაცია “აინუნგ”–ი დარეგისტრირებულია 1991 წლის აგვისტოში. სადღეისოდ ასოციაცია აერთიანებს დაახლოებით 2000 წევრს, რომელთა უმრავლესობა ცხოვრობს თბილისში, 100–მდე რუსთავში, ბოლნისში, ბორჯომში, ასურეთში და სხვა დასახლებულ პუნქტებში.
ალექსანდრე ფელდმაიერი
ალექსანდრე შუბინი
დიმიტრი ფონ ადერკასი
ასოციაციის ძირითალი მიზნებია: გერმანული ხალხის კულტურისა და იცტორიის შესწავლა. საქართველოში მცხოპრებ გერმანული წარმოშობის პირთათვის ეროვნული, კულტურული და რელიგიური ტრადიციების აღდგენისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა. საბჭოთა რეპრესიების დროს ეს უმნიშვნელოვანესი ეროვნული ნიშნები იყო დაკარგული.
ასოციაცია მისი არსებობის პირველ წლებში, როდესაც საქართველოში იყო განსაკუთრებით მძიმე სოციალური მდგომარეობა, გერმანია კერძო შემოწირულების ხარჯზე რეგულარულად ამარაგებდა პროდუქტებით რამდენიმე ათეულ განაკუთრებით გაჭირვებულ მოხუცებს. დღემდე აცოციაციის წევრებს (დაახლოვებით 200 წევრს) პერიოდულად ეხმარება გერმანიის წითელი ჯვარი.
1991 წლიდან მამა–შვილმა დრაილინგებმა დაიწყეს ლუთერანული ღვთისსამსახურის ჩატარება, რომელსაც მათი გერმანიაში წასვლის შემდეგ ატარებდა პასტორი გარი აზიკოვი. 1995 წელს ასოციაციამ შეღავათიანი პირობებით მიიღო მიწის ნაკვეთი (ყოფილი გერმანელების სასაფლაო ტ. გრანელის ქუჩაზე). ამ ნაკვეთზე საარბრიუკენის უნივერსიტეტის პროფესორმა გერდ ჰუმელმა ააშენა “შერიგების” ეკლესია. შემდგომში იგი გახდა საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი. გარდაიცვალა 2004 წელს.
გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით ასოციაციამ 1993 წელს მიიღო ოფისი თბილისში ფალიაშვილის 12 ნომერში. 2004 წლის მიწისძვრით დაზიანებული სახლიდან ასოციაცია გადავიდა შესანიშნავ ფართო ბინაში გ. ტაბიძის 3/5-ში, აქ ასოციაციის გარდა გარდა მუშაობს გერმანიის დიაკონური სამსახურის მიერ დაფინანსებული სასადილო უმწეო მოხუცებულებისათვის.
15 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბავშვო ბაღში არსებობდა ასოციაციის ინიციატივით გახსნილი გერმანული ენის ჯგუფები. ამ დროის განმავლობაში ასოციაციის წევრთა მრავალი ბავშვი ამ ბაღში დაეუფლა გერმანული ენის საფუძვლებს. ასოციაციაში დაარსების დღიდან მუშაობს გერმანული ენის შემსწავლელი კურსები. ეს კურსები ფინანსდება გერმანიის საელჩოს მიერ. მრავალი ახალგაზრდა სწავლობს საელჩოს ფინანსური დახმარებით გოეთეს ინსტიტუტის კურსებზე.
ყოველწლიურად, გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით, ასოციაცია მართავს ქობულეთში საზაფხულო ბანაკს. აქ ასოციაციის წევრების ბავშვები აღრმავებენ ცოდნას გერმანულ ენაში. იმართება საღამოები, დისკოტეკები, სპორტული ღონისძიებები და ექსკურსიები. ასოციაციაში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა ახალგაზრდული გერმანული თეატრალური სტუდია, რომლის ხელმძღვანელი იყო დიანა კესნერი. გერმანული ენის კურატორი იყო ვალენტინა ფელდმაიერი. განსაკუთრებით აღსანიშნავია შილერის “ტურანდოტი, ჩინეთის პრინცესა-“ს წარმოდგენა დადგმა.
ასოციაციასთან არსებობს პროფესიონალ მხატვართა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს გამგეობის წევრი ხელოვნებათმცოდნე იზოლდა ქურდაძე. რეგულარულად იმართება ამ მხატვრების ნამუშევრების გამოფენები.
გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით ასოციაცია ყოველწლიურად აღნიშნავს აღდგომის და შობის დღესასწაულებს ასოციაციის ხანდაზმული წევრებისათვის. ამ ღონისძიებებზე იმართება კამერული მუსიკის კონცერტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენს ღონისძიებებში ე. მიქელაძის სახელობის მე-2 მუსიკალური სასწავლებლის ქალბატონ ნატალია ნაცვლიშვილის ნიჭიერი აღსაზრდელების მონაწილეობა.
ასოციაცია ყოველწლიურად მართავს საახალწლო-საშობაო ნაძვის ხეს.
ამჟამად ასოციაციაციაში, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, მუშაობენ სიმღერის, ხატვის, გამოყენებითი ხელოვნების, ცეკვის წრეები, კულინარული ვორკშოპები. ახალგაზრდებისათვის წელიწადში ერთხელ იმართება შემეცნებითი ექსკურსიები გერმანული დასახლებების ადგილებში. უფროსებისთვის – სენიორენ კლუბის შეხვედრები თვეში ერთხელ. ასოციაციას აქვს კონტაქტები ყაზახეთის და რუსეთის გერმანულ ორგანიზაციებთან.
ასოციაცია იღებს აქტიურ მონაწილეობას საქართველოს ქალთა საბჭოს საქმიანობაში.
ასოციაცია 1993 წლიდან იყო ასოცირებული და 2001 წლიდან გახდა “ევროპული ეროვნული უმცირესობების ფედერალური კავშირის” (FUEN) ნამდვილი წევრი. საქართველოდან მხოლოდ”აინუნგი” მონაწილეობს FUEN-ის საქმიანობაში, ყოველწლიურად ესწრება FUEN-ის კონგრესებს. ასოციაცია აქტიურად მუშაობს FUEN-თან არსებული გერმანული სათვისტომოების გაერთიანება AGDM-ში. ეს ღონისძიებები ტარდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ასოციაცია მრავალჯერ მასპინძლობდა FUEN-ის დელეგაციებს საქართველოში.
2017 წელს, როგორც გერმანიაში და ასევე საქართველოში, მასშტაბურად აღინიშნა პირველი გერმანელი კოლონისტების კავკასიაში გადმოსახლების 200 წლის იუბილე. ბადენ-ვიურტენბერგის ქალაქ ულმში, საიდანაც წამოვიდნენ პირველი კოლონისტები, 2017 წლის 22 მაისს ქალაქის კედელზე, დუნაის სანაპიროზე, საზეიმოდ გაიხსნა მემორიალური დაფა. დაფა დამზადდა გერმანიაში დაბრუნებული გერმანელი კოლონისტების შთამომავლების შემოწირულებების ხარჯზე. ამ ღონისძიებაზე სიტყვებით გამოვიდნენ ქალაქის ობერბურგომისტრი, ბუნდესტაგის რამდენივე წევრი და სტუმრები, რომელთა შორის იყო გარი აუგსტი, რომელმაც წარმოთქვა სიტყვა. ამ ღონისძიებაზე ჩვენ გადავიღეთ დოკუმენტური ფილმი. ოქტომბერში საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა აგრეთე თბილისში. ამ ღონისძიებას დაესწრნენ აგრეთვე ოფიციალური პირები გერმანიიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით გამოვაქვეყნეთ წიგნი “საქართველოში გერმანელების 200-წლიანი ცხოვრების ისტორიის საკითხები”.
როგორც ცნობილია, კოლონისტების დასახლებები იყო აგრეთვე აზერბაიჯანში – ეს იყო ანენფელდი და ელენენდორფი ელიზაბეტპოლის (განჯის) მახლობლობაში. ამასთან დაკავშირებით ბაქოში ჩატარდა კონფერენცია, რომელსაც დაესწრო გ. აუგსტი. აზერბაიჯანულ-გერმანიის საზოგადოებას ჰქონდა დაგეგმილი უფრო დიდი კონფერენციის ჩატარება, რომელიც პანდემიის გამო ვერ ჩატარდა.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია ცალკე გავამახვილოთ ყურადღება იმ საკითხებზე, რომლებიც ადრე საერთოდ არ განიხილებოდა ან მხოლოდ ნაწილობრივ იყო ცნობილი. უპირველეს ყოვლისა ძალიან მმიშვნელოვანია პირველი კოლონისტების გადმოსახლების მიზეზების განხილვა. ლიტერატურაში ძირითად მიზეზად იყო მოყვანილი 1816 წელს ზაფხულის ფაქტიურად არ არსებობა. ბოლო წლებში მრავალი კომპლექსური შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ ეს კლიმატური მოვლენა იყო გამოწვეული 1815 წლის მაისში ინდონეზიაში ვულკან ტამბორას ამოფრქვევით, რომელიც ითვლება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლიერ აფეთქებად ამოფრქვევად.
ამ მოვლენის შედეგად დასავლეთ ევროპას (გერმანიას, საფრანგეთს და შვეიცარიას) და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილს გადაეფარა ვულკანური ფერფლისგან შემდგარი ღრუბლები, რომლებიც რამოდენიმე წლის განმავლობი ამ ტერიტორიებს ჩამოფარავდნენ. ამის შედეგად არ იყო ზაფხული, იყო განუწყვეტელი წვიმები, რასაც მოჰყვა საშინელი მოუსავლიანობა და შიმშილი. ამას, რელიგიურ მოტივებთან ერთად, მოჰყვა კოლონისთების ჩამოსახლება კავკასიაში. საინტერესოა, რონ ეს კლიმატური მოვლენა იყო მიზეზი ამერიკის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში კოლონისტების განსახლების ცვლილებისა. თავიდან ევროპიდან ჩასული კოლონისტები სახლდებოდნენ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის აღმოსავლეთ ტერიტორიებში, სადაც იყო საკმარისი მიწები. 1816 წელს აქაც იყო საშინელი ზაფხული და კოლონისტებმა დაიწყეს კონტინენტის დასავლეთში მიგრაცია, სადაც იყო ნორმალური პირობები. ასე დაიწყო ამერიკის “ვესტერნიზაცია”.
მეორე საკითხი, რომელზეც გვინდა შევაჩეროთ ყურადღება, იყო პირველი მსოფლიო ომის მიწურულს, ბრესტის ზავის შედეგად შექმნილი მდგომარეობა. ეს
ზავი დაიდო, ერთის მხვრივ, გერმანიასა და თურქეთს შორის და, მეორე მხვრივ, საბჭოთა რუსეთს შორის. ზავის თანახმად ბათუმის ოლქი (აჭარა) გადაეცემოდა თურქეთს. მაგრამ თურქეთს უნდოდა მთელ ამიერკავკასიაში გავლენის მოპოვება. ახლადშექმნილი საქართველოს დამცავი ჯარი, გენერალ მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით, იცავდა საქართველოს საზღვარს თურქეთის შემოსევისაგან აჭარის ადმინისტრაციულ საზღვართან სოფელ ნატანებში. 12 აპრილს მაზნიაშვილმა მიიღო დეპეშა საქართველოს მთავრობისაგან, რომელშიც ეწერა, რომ იქ ჩავიდოდა გერმანელების რაზმი, რომელიც მდინარე ჩოლოკთან აღმართავდა გერმანიის დროშას და არ მისცემდა თურქებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლის უფლებას. ეს გერმანელების რაზმი იყო დაკომპლექტებული საქართველოში მცხოვრები კოლონისტებით და გერმანელი ტყვეებით (ომი რუსეთსა და გერმანის შორის იყო ახლადდასრულებული). ამ რაზმმა შეასრულა მასზე დაკისრებული ამოცანა. რეალურად გერმანია უჭერდა მხარს საქართველოს, მაგრამ გერმანული ჯარები შემოვიდნენ საქართველოში მხოლოდ 23 ივნისს.
შემდგომისთვის დაგვჭირდება მოკლე ინფორმაცია იმ დროს საქართველოში მომქმედ პარტიებზე. ყველაზე მრავალრიცხოვანი და გავლენიანი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტია. საქართველოს წარმომადგენლებს ეკავათ წამყვანი პოზიციები რუსეთის სოციალ-დემოკრატების, როგორც მენშევიკურ და ასევე ბოლშევიკურ ფრაქციებში. მრავალი მათგანი იყო საქართველოს რუსეთის სახელმწიფოში დარჩენის მომხრე, მაგრამ ფართო ავტონომიის პირობებში. მენშევიკები, რომლებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში იმპერიის ჩამოშლის შემდეგ, იზიარებდნენ გერმანელი სოციალ-დემოკრატების შეხედულებებს. დამფუძნებელ კრებაში არჩევნებისას სხვა პარტიებთან შედარებით მათ მიიღეს ბევრად მეტი ხმები.
განსაკუთრებულად უნდა განვიხილოთ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მოღვაწეობა. ეს იყო ქართული არისტოკრატიის და საზოგადოების შეძლებული ფენების პარტია. ისინი იყვნენ რუსეთთან კავშირის კატეგორიულად მოწინააღმდეგები. 1914 წელს ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე მათ საიდუმლოდ ჩამოაყალიბეს შვეიცარიაში საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი (დამკომი). ომის დაწყების შემდეგ დამკომი გადავიდა ბერლინში.
გერმანიის ხელისუფლება მხარს უჭერდა დამკომს. ის მუშაობდა გენერალ-ფელდმარშალ პაულ ფონ ჰინდენბურგთან და განსაკუთრებით გრაფ ფონ დერ შულენბურგთან მჭიდრო კონტაქტში. კომიტეტის თანამშრომლები ღებულობდნენ ხელფასს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. გერმანიის მმართველი წრეები საქართველოში ვარაუდობდნენ მონარქიის აღდგენას, ხოლო ტახტზე კაიზერ ვილჰელმ II-ის უმცროსი ვაჟის – იოაჰიმის აყვანას. დამკომის წევრებს მომავალი მონარქისთვის შერჩეული ჰყავდათ საცოლეც – თავად მიხეილ მაჩაბლის ულამაზესი ასული – მარინე. კომიტეტმა ჩამოაყალიბა ქართული ლეგიონი (დაახლოვებით 2.000-მდე მეომარი), ადგილსამყოფელი ჯერ იყო თურქეთში და შემდგომ კი რუმინეთში. ქართულმა ლეგიონმა სამხედრო ფორმის და დროშის გარდა 1916 წელს დააარსა აგრეთვე სამხედრო ჯილდო – თამარ მეფის ორდენი. არსებობდა ამ ორდენის სამი საფეხური – I, II და III. პირველი ორი ხარისხის ორდენები მზადდებოდა მხოლოდ გერმანიაში და იყო ინკრუსტირებული ბრილიანტებით. ორდენი არ იყო დე-იურე აღიარებული. საქართველოს დამოუკიდებლობამდე ეს იყო შეუძლებელი, აღიარების შემდეგ კი სოციალ-დემოკრატების მთავრობას იდეოლოგიური მოსაზრებებით არ უნდოდა “მონარქისტული” ორდენის აღიარება. გერმანიაში ორდენით დაჯილდოვებულთა შორის უნდა აღინიშნოს გენერალ-ფელდმარშალი პაულ ფონ ჰინდენბურგი და პრუსიის პრინცი ვოლდემარი. აგრეთვე დაჯილდევებულები იყვნენ გენერალი ფონ ლოსოვი, ფონ დენ შულენბურგი, გენერალი ფონ კრესსენშტაინი და სხვები. უნდა აღვნიშნოთ, რომ ორდენის სამივე საფეხური დაცულია აშშ–ს ნუმიზმატური საზოგადოების კოლექციაში. ორდენი ინახება აგრეთვე ერმიტაჟის ფონდში, ტალინის ორდენების მუზეუმში და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილებაში.
დოქტორი გარი აუგსტი
ასოციაცია “აინუნგი”-ს პრეზიდენტი
პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,
ძვირფასო მეგობრებო,
მოხარული ვარ, რომ დღეს შემიძლია მიულოცო არსებობის 20 წლისთავი საქართველოში მცხოვრები გერმანელების ასოციაცია “აინუნგს”. “აინუნგი” არის გერმანიისა და გერმანული კულტურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი საქართველოში და ხელს უწყობს გერმანიას კარგი იმიჯის შენარჩუნებაში.
“აინუნგი” წარმოადგენს გერმანელების ისტორიის სიმბოლოს ამ ქვეყანაში და ასევე მათი თანამედროვე ნაკვალევის ნაწილს. ამასთან ამ ასოციაციას, ისევე, როგორც გერმანულ უმცირესობას საინტერესო წარსული აქვს.
მას მერე, რაც მე-18 საუკუნეში უამრავი გერმანელი ჩამოვიდა კავკასიაში და კარგად განვითარებული კოლონიები დაარსა, საბჭოთა კავშირის დროს გერმანელებს მძიმე დრო დაუდგათ. აიკრძალა გერმანული კულტურის გამოხატვის ყველანაირი ფორმა. რეპრესიების სამწუხარო კულმინაცია კი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს მრავალი გერმანელის დეპორტაცია კავკასიიდან ყაზახეთში.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წლის აგვისტოში, დაარსდა საქართველოში მცხოვრები გერმანელების ასოციაცია “აინუნგი”. მას მერე “აინუნგი” გერმანული კულტურის აღორძინებას ემსახურება და ხელს უწყობს ნაციონალური, კულტურული და რელიგიური ტრადიციების მოვლა-შენარჩუნებას. საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, როდესაც სოციალური მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო, ასოციაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გერმანული სათვისტომოს მოხუცი წევრების მოვლაში.
ბოლო 20 წლის განმავლობაში “აინუნგი” ძალიან აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა. მძიმე პირობების მუხედავად აშენდა შერიგებიის ეკლესია, სადაც ტარდება საქართველოში ევანგელიურ-ლუთერული სათვისტომოს გერმანულენოვანი ღვთისმსახურება. “აინუნგის” ცენტრს წარმოადგენს შეხვედრების სახლი, სადაც სათვისტომოს წევრები იკრიბებიან.
გერმანიის საელჩო ყოველთვის ეხმარებოდა “აინუნგს” საქართველოში გერმანული კულტურის შენარჩუნებისა და გავრცელების საქმეში. ჩვენი ერთობლივი მუშაობა ქართულ-გერმანული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დღევანდელ სწრაფ დროში ეს მემკვიდრეობა დავიწყებას კი არ მიეცეს, არამედ მომავალშიც შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს.
მოამავალში “აინუნგს” დიდი გამოწვევები ელის. მან გერმანული კულტურითა და ენით გერმანული უმცირესობის ახალგაზრდა წევრებიც უნდა დააინტერესოს და ამით კიდევ უფრო აქტიური და ენერგიული გახდეს. მე ვიმედოვნებ და სურვილს გამოვთქვამ, რომ ახალგაზრდა თაობა “აინუნგის” დამაარსებლების საქმეს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
გისურვებთ წარმატებებს შემდგომი 20 წლის განმავლობაშიც!
თქვენი
ორთვინ ჰენიგი
გერმანიის ელჩი საქართველოში
საბჭოთა კავშირის ნგრევის პროცესში რუსეთში, ყაზახეთში და თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაარსდა გერმანული საზოგადოებები, რომელთაც ჰქვიათ “ვიდერგებურტი”, რაც ნიშნავს აღორძინებას. 1991 წლის აგვისტოში დარეგისტრირებულ საქართველოს გერმანელთა ასოციაციას „აინუნგი” ეწოდა. ეს არის ძველებური გერმანული სიტყვა, რომელიც ნიშნავს ერთობას.

გერმანელ ტყვეთა მემორიალის გახსნა. მარჯვნივ – სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი ილია II, მარცვნივ – ნოდარ ქურდიანი
სადღეისოდ ორგანიზაცია აერთიანებს 2.000 წევრს, რომელთა უმრავლესობა ცხოვრობს თბილისში, 100-მდე რუსთავში, ბოლნისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში. ასოციაციის პირველი პრეზიდენტი 1991-დან 2001 წლამდე იყო ნოდარ ქურდიანი, მას შემდეგ დღემდე გარი აუგსტი.

დ-რი ჰარი აუგსტი
ვიცე-პრეზიდენტი – ალექსანდრე ფელდმაიერი. გამგეობაში სულ 13 წევრია.
ასოციაციის ძირითადი მიზნებია: გერმანული ხალხის კულტურისა და ისტორიის შესწავლა. საქართველოში მცხოვრებ გერმანული წარმოშობის პირთათვის გერმანული ხალხის ეროვნული, კულტურული და რელიგიური ტრადიციების აღდგენისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა. რეპრესიების დროს ეს უმნიშვნელოვანესი ეროვნული ნიშნები იყო დაკარგული. წესდებაში აღნიშნულია, რომ ასოციაციამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანული წარმოშობის პირთათვის საბუთებში ეროვნების და გვარების აღდგენაში. ეს იყო საჭირო, ვინაიდან საბჭოთა რეპრესიების დროს ბევრმა თვითგადარჩენის მიზნით შეიცვალა საპასპორტო მონაცემები. საბჭოთა კანონების თანახმად, მაშინ როცა გვარის და სახელის შეცვლა პრობლემას არ შეადგენდა, ეროვნების შეცვლა არ შეიძლებოდა. (ამ კანონის დანიშნულება ნათლად გამოჩნდა ეროვნული ნიშნით ჩატარებული რეპრესიების დროს). შერეული ოჯახების შვილებს ეძლეოდათ უფლება აერჩიათ ეროვნება, მაგრამ მხოლოდ პირველი პასპორტის მიღებისას. ასოციაცია “აინუნგ”-ის ინიციატივით პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება (1992 წ. 30 ივნისი), რომელიც აძლევდა საქართველოს გერმანელებს ეროვნების აღდგენის უფლებას.
ასოციაცია მისი არსებობის პირველ წლებში, როდესაც საქართველოში იყო განსაკუთრებით მძიმე სოციალური მდგომარეობა, გერმანიიდან კერძო შემოწირულობების ხარჯზე, რეგულარულად ამარაგებდა პროდუქტებით რამდენიმე ათეულ განსაკუთრებით გაჭირვებულ მოხუცებს. ასოციაციას დროგამოშვებით ეხმარებოდა გერმანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „მუშა სამარიტელები” – ფქვილით, შაქრის და რძის ფხვნილით. ამ დახმარებას იღებდა ასოცოაციის ყველა წევრი.
რამდენიმე წლის განმავლობაში ასოციაციის მრავალ წევრს აწვდიდა პურს თავისი საცხობიდან საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “მალტის ორდენი”.
ასოციაციის წევრებს (დაახლოვებით 200 კაცს) პერიოდულად ეხმარება ამანათებით გერმანიის წითელი ჯვარი.
წლების განმავლობაში ასოციაცია თანამშრომლობდა გერმანულ ორგანიზაცია „ოსტაკადემიასთან”, რომელიც ახორციელებდა წელიწადში ერთხელ, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისთროს მხარდაჭერით, 25 კაციანი დელეგაციების გაცვლას ასოციაციასა და ამ ორგანიზაციას შორის. ამ ერთკვირიან სემინარებში მიიღო მონაწილეობა ასოციაციის მრავალმა წევრმა.
1991 წლიდან მამაშვილ დრაილინგებმა დაიწყეს ლუთერული ღვთისმსახურება, რომელსაც მათი გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ აგრძელებდა პასტორი გარი აზიკოვი. 1995 წელს ასოციაციამ შეღავათიან პირობებით მიიღო მიწის ნაკვეთი (ყოფილი გერმანელების სასაფლაო) ტ. გრანელის ქუჩაზე. ამ ნაკვეთზე ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის პროფესორმა გერდ ჰუმელმა ააშენა „შერიგების” ეკლესია. შემდგომში იგი გახდა გაქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი. გარდაიცვალა 2004 წელს.
გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით ასოციაციამ 1993 წელს მიიღო ოფისი ფალიაშვილის # 12-ში. 2004 წელს მიწისძვრით დაზიანებული სახლიდან ასოციაცია გადავიდა შესანიშნავ ფართო ბინაში გ. ტაბიძის 3/5.

აქ ასოციაციის გარდა მუშაობს გერმანიის დიაკონური სამსახურის მიერ დაფინანსებული სასადილო უმწეო მოხუცებულებისათვის.
15 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბავშვო ბაღში არსებობდა ასოციაციის ინიციატივით გახსნილი გერმანული ენის ჯგუფები. ამ დროის განმავლობაში ასოციაციის წევრთა მრავალი ბავშვი დაეუფლა აქ გერმანული ენის საფუძვლებს. სამწუხაროდ, 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ ბაღის შენობა დაიკავეს დევნილებმა და საბავშვო ბაღი გაუქმდა. ასოციაციას ძალიან დიდ დახმარებას უწევს საავტორო სკოლა “ანი-ზ”, რომელშიც გერმანული ენა მაღალ დონეზე შეისწავლება.
ასოციაციაში დაარსების დღიდან მუშაობს გერმანული ენის შემსწავლელი კურსები. თავიდან ისინი თვითდაფინანსებით მუშაობდნენ და ახლა მათ გერმანიის საელჩო აფინანსებს. ასოციაციის მრავალი ახალგაზრდა სწავლობს გოეთეს ინსტიტუტეს კურსებზე.
ყოველწლიურად, გერმანიის საელჩოს ხელშეწყობით, ქ. ქობულეთში ასოციაცია ატარებს ახალგაზრდულ ბანაკს. ამ ბანაკში 13-18 წლის ახალგაზრდები ყოველდღიურად 3 საათის განმავლობაში ეუფლებიან გერმანულ ენას. აგრეთვე ეწყობა საღამოები, დისკოთეკები და სპორტული ღონისძიებები. აქ ახალგაზრდები იუმჯობესებენ ჯამრთელობას და უმეგობრდებიან ერთმანეთს.

გერმანული ენის გაკვეთილი ბანაკში (ქობულეთი)


ასოციაციასთან არსებობს პროფესიონალ მხატვართა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს გამგეობის წევრი, ხელოვნებათმცოდნე იზოლდა ქურდაძე. რეგულარულად ეწყობა მხატვრების გამოფენები. ასოციაციის მხატვრებს შორის არიან ცნობილი მხატვრები ლ. აბაშიძე-შენგელია, თ. ჰაინე და სხ.
გერმანიის საელჩოს დახმარებით ასოციაცია ყოველწლიურად აღნიშნავს აღდგომის და შობის დღესასწაულებს ასოციაციის ხანდაზმული წევრებისათვის. ამ ღონისძიებებზე ყოველთვის იმართება კამერული კონცერტები. ამ ზეიმებს ესწრებიან გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები.
ასოციაცია ყოველწლიურად მართავს ასოციაციის ბავშვებისათვის საახალწლო-საშობაო ნაძვის ხეს.
ასოციაცია ხშირად აწყობს კლასიკური მუსიკის კონცერტებს „შერიგების” ეკლესიაში. ამ კონცერტებს ხელმძღვანელობს გამგეობის წევრი ოლღა ადვაძე.
კონცერტებში ხშირად მონაწილეობენ ევგენი მიქელაძის სახელობის მე-2 სამუსიკო სასწავლებლის ქალბატონ ნატა ნაცვლიშვილის კლასის ნიჭიერი აღსაზრდელები, რომელთა შორის გამოირჩევა მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი მარიამ ბაწაშვილი. “შერიგების” ეკლესიაში გაიმართა ვოკალური მუსიკის რამდენიმე კონცერტი ნატალია ჭანტურიშვილის ხელმძღვანელობით.
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრთან ერთობლივად ასოციაცია ხშირად მართავს კლასიკური მუსიკის კონცერტებს „შერიგების” ეკლესიაში და გოეთეს ინსტიტუტში. ამ კონცერტებს უძღვება ცენტრის ხელმძღვანელი ხელოვნებათმცოდნე ქალბატონი სვეტლანა ქეცბა, რომელიც ასევე არის ასოციაციის წევრი. ერთ-ერთი შესანიშნავი კონცერტი-ლექცია მიეძღვნა ფრიდრიხ შილერის დაბადების 250 წლისთავს.
რამდენიმე საერთო ღონისძიება გამართა ასოციაციამ ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის მუზეუმთან ერთად. მათ შორის აღსანიშნავია თბილისში დაბადებული პიანისტის რუდოლფ კერერის დაბადების 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. რ. კერერი ამჟამად ცხოვრობს შვეიცარიაში და ამიტომ კონცერტს ესწრებოდნენ როგორც გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე შვეიცარიის ელჩი საქართველოში დოქტორი ლ. ამბერგი.
„კავკასიური სახლი”, რომელსაც ხელმძღვანელობს მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალბატონი ნაირა გელაშვილი, აქტიურად ეხმარება საქართველოში მცხოვრებ მრავალ ეროვნულ უმცირესობას. სწორედ აქ გაიმართა დ. კესნერის ყველა წიგნის პრეზენტაცია. 2009 წელს გ. აუგსტმა წაიკითხა აქ მოხსენება „ევროპა და ევროპელები”, რომელიც შემდგომში დაიბეჭდა სახალხო დამცველთან არსებულ ჟურნალ „სოლიდარობა”-ში.
2011 წლის მაისში გერმანიის საელჩოს მიერ გამართულ გერმანიის დღეებთან დაკავშირებუთ გ. აუგსტმა წაიკითხა მოხსენება, მიძღვნილი საქართველოში გერმანელების ისტორიისადმი.
ასოციაცია წევრია საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოსი. ამ საბჭომ წარუდგინა საქართველოს მთავრობას თავისი რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული „ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენციასთან” დაკავშირებით. გ. აუგსტი მონაწილეობდა ამ რეკომენდაციების შემმუშავებელი ორი კომისიის მუშაობაში – განათლებისა და იურიდიული საკითხების. ჩარჩო კონვენციის საფუძველზე მთავრობის მიერ იყო შედგენილი „ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია”, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ეროვნული უმცირესობების მდგომარეობის სპეციფიკას. კონცეფციის განხილვას მიეძღვნა 2009 წლის ივნისში გუდაურში ჩატარებული კონფერენცია. 2010 წლის ივნისში ბათუმში ჩატარდა მეორე კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა კონცეფციის შესრულების მონიტორინგს და მომდევნო ამოცანების დასახვას. ორივე ეს კონფერენცია იყო ძალიან წარმომადგენლობითი – მასში მონაწილეობდნენ საქართველოს სახალხო დამცველი, მთავრობის, პარლამენტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასოციაციას წარმოადგენდა გ. აუგსტი.
ასოციაციის პრეზიდენტმა გ. აუგსტმა მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის და “უმცირესობების საკითხთა ევროპული ცენტრის” (EჩMI) მიერ 2010 წლის ნოემბერში ქ. ფლენსბურგში ჩატარებულ საერთაშორისო სემინარში, რომელიც მიეძღვნა „რეგიონალური და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის” განხილვას. ასოციაცია აგრეთვე იღებს EჩMI-ის მიერ თბილისში ჩატარებულ მრავალ ღონისძიებებში.
ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ “გერმანულ დღეებში თბილისში”. 2011 წლის 16 მაისს გ. აუგსტმა ასოციაციის ოფისში წაიკითხა მოხსენება “საქართველოში გერმანელების ისტორიის საკითხები”. 21 მაისს ოფისში გაიმართა ღია კარის დღე, სადაც სტუმრებს მიეცათ საშუალება დაეთვარიელებინათ საქართველოში გერმანელების ისტორიისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი სტენდები.
1993 წლიდან „აინუნგი” იყო ასოციირებული და 2001 წლიდან გახდა „ევროპული ეროვნული უმცირესობების ფედერალური კავშირის” (FUEV) ნამდვილი წევრი. ასოციაცია ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას FUEV-ის კონგრესებში და გერმანული სათვისტომოებისათვის გამართულ თათბირებში, რომლებიც ტარდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
ასოციაცია აქტიურად მუშაობს FUEV-ის დელეგაციებტან, რომლებიც მრავალჯერ იყვნენ საქართველოში.
ბოლო წლებში ძალიან აქტიურად მუშაობს FUEV-თან დაარსებული ორგანიზაცია AGDM (გერმანული უმცირესობების სამუშაო თათბირი), რომელიც აერთიებს გერმანულ უმცირესობებს ევროპის 28 ქვეყნიდან, იხ.
www.agdm-neu.fuen.org
ორგანიზაცია მუშაობს გერმანული უმცირესობების ენობრივ და კულტურულ საკითხებზე. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო 2011 წელს ოიპენში (ბელგია) და 2012 და 2014 წლებში ბერლინში ჩატარებული თათბირები.
ასოციაცია წევრია „გერმანული კულტურის საერთაშორისო კავშირი”-სა, რომელიც აერთიანებს ყოფილ საბჭოთა კავშირის გერმანელებს.
70 წელი დეპორტაციის შემდეგ.
2011 წლის 8 ოქტომბერს შესრულდა 70 წელი იმ დღიდან, როდესაც მოეწერა ხელი დადგენილებას საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან გერმანული ეროვნების მოქალაქეების გადასახლების შესახებ. ამ სამწუხარო თარიღის აღსანიშნავად „შერიგების” ევანგელიურ-ლუთერულ ეკლესიაში შეიკრიბნენ ასოციაცია “აინუნგი”-ს წევრები და მრავალრიცხოვანი სტუმრები. საღამო შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოში ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსმა დ-რმა ჰ-ი. კიდერლენმა. მოხსენებით „70 წელი დეპორტაციის შემდეგ” გამოვიდა ასოციაცია „აინუნგი”-ს პრეზიდენტი დ-რი გარი აუგსტი. საღამოზე სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველი გ. ტუღუში და საქართველოში გერმანიის საელჩოს პირველი მდივანი დ-რი გ. მიუნტელი. საღამო დასრულდა ეპისკოპოს კიდერლენის გამოსვლით და „მამაო ჩვენის” წაკითხვით. საღამოს ესწრებოდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ქალბატონი თამარ კინწურაშვილი.
ეკლესიის გუნდმა შეასრულა რამდენიმე ქორალი და სიმღერა.
აუგსტის მოხსენებაში იყო აღნიშნული, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებმა, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 5 მაისის დადგენილების თანახმად მიიღეს „მორალური კომპენსაცია” 200-400 ლარი. იმავდროულად მრავალრიცხოვანი ცნობების მისაღებად, სათარგმნელად და ნოტარიულად დასამოწმებლად მათ მოუხდათ მნიშვნელოვანი თანსის გადახდა. გარდა ამისა, მოხუცებულებს უხდებოდათ ცნობების მისაღებად უზარმაზარ რიგებში დგომა. ასეთ კომპენსაციას „მორალური” ნამლვილად არ შეიძლება ეწოდოს.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ასოციაცია „აინუნგი”-ს 20 წლისთავი.
2011 წლის 19 დეკემბერს ასოციაცია „აინუნგ”-მა აღნიშნა თავისი 20 წლიანი იუბილე. ამასთან დაკავშირებით „შერიგების” ევანგელიურ-ლუტერულ ეკლესიაში შესდგა დ-რ გ. აუგსტის რედაქციით შედგენილი კრებულის „საქართველოში გერმანელების ისტორიის საკითხები“ს პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა ქართულ და გერმანულ ენებზე. საღამოზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი ორთვინ ჰენინგი. ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსმა დ-მა ჰ-ი. კიდერლენმა მოახსენა საზოგადოებას საქართველოში ევანგელიურ-ლუტერული ეკლესიის ისტორია და მის კავშირებზე ასოციაცია „აინუნგ”-თან. მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ქალბატონი თამარ კინწურაშვილი და საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ბექა მინდიაშვილი.
დასასრულს გაიმართა გერმანული კლასიკური მუსიკის კონცერტი და საზეიმო მიღება, რომელსაც ესწრებოდა 250-ზე მეტი სტუმარი.
ღონისძიება “გერმანელი ექიმები საქართველოში და საქართველოსთვის” 2015 წლის 11 დეკემბერს
ღონისძიება ჩატარდა თბილისის სახელმწიფო სამედიციმო უნივერსიტეტში. სხდომა გახსნა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პროფესორმა ხათუნა ხადაძემ. მან დაახასიათა საქართველოში გერმანელი ექიმების მოღვაწეობა და მოახსენა საზოგადოებას, რომ სხდომას ესწრებიან მიუნჰენის უნივერსიტეტის 5 პროფესორი, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ქართველ მედიკოსებთან. დაწვრილებითი მოხსენებით გერმანელი ექიმების მოღვაწეობაზე საქართველოში მე-19 საუკუნიდან დღემდე გამოვიდა პროფესორი რამაზ შენგელია. გერმანულ-ქართულ კავშირებზე ისაუბრა პროფესორმა ნინო აბრალავამ. საქართველოს გერმანელთა ასოციაცია „აინუნგი”-ს პრეზიდენტმა დოქტორ გარი აუგსტმა თავის მოხსენებაში გააკეთა საქართველოში გერმანელების მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა. თავისი მოგონებებით გამოვიდა გერმანელი ექიმების შთამომავალი თინათინ ჰაინე. მედიკოსების ქართულ-გერმანულ კავშირებზე ისაუბრეს საქართველოში მოღვაწემ გერმანელმა პროფესორმა მიჰაელ ლენცემ და გერმანიაში მომუშავე ქართველმა მედიკოსმა გიორგი გრიგოლიამ. 14 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ კლინიკაში (გენერალური დირექტორი პროფესორი ირაკლი კოხრეიძე) გაიხსნა გამოჩენილი გერმანელი მეცნიერის, ექიმის და საზოგადო მოღვაწის რუდოლფ ვირჰოვის კაბინეტი. ასოციაცია „აინუნგი”-ს წევრებს ამ კაბინეტში ჩაუტარდებათ უფასო კონსულნაციები.
ღონისძიება “სამშობლო–იდენტურობა–სარწმუნოება”
ინფორმაცია ლინკიდან საქართველოს საელჩო გერმანიაში
12 ნოემბერს საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ მონაწილეობა მიიღო გერმანიის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ შეხვედრაში გერმანული დიასპორებისა და გერმანიაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. შეხვედრა, რომლის მთავარი თემა იყო „სამშობლო–იდენტურობა–რწმენა“, გახსნა ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰარტმუტ კოშიკმა. მონაწილეების წინაშე მოხსენებით წარსდგა გერმანიის ფედერალური შინაგან საქმეთა მინისტრი თომას დე მეზიერი.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გერმანელთა ასოციაციის „აინუნგის“ ხელმძღვანელები ბატონები ჰარი აუგსტი და ალექსანდრე ფელდმაიერი. გერმანული დიასპორების მრავალრიცხოვან თვალსაჩინო წარმომადგენელთა შორის იყო უკრაინული წარმოშობის გერმანელი ოლგა ჰოფმანი, რომელმაც 2015 წელს Miss Germany-ის წოდება მოიპოვა.