თბილისის გერმანელთა სათვისტომო

გერმანელებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოში გერმანული ენის გავრცელებაში, კადრების აღზრდაში და ევროპული კულტურის პოპულარიზაციაში. გარდა კოლონისტებისა, თბილისის გერმანულ ერთობას მიეკუთვნებოდნენ: შავი ზღვისპირეთიდან გადმოსახლებული გერმანელები, ვოლგისპირელი მუშები, სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე მყოფი ბალტიისპირელი
გერმანელები, ასევე გერმანიის იმპერიის მოქალაქეები და ავსტრიელები, რომლებიც, სხვებთან ერთად, როგორც ვაჭრები, მეწარმეები, მხატვრები თუ მუსიკოსები, ჯერ გავლით იმყოფებოდნენ თბილისში, მერე კი აქ მეორე სამშობლო იპოვეს. თბილისში გერმანელები მეტწილად მტკვრის მარცხენა მხარეს ცხოვრობდნენ.

თბილისში მტკვრის მარცხენა მხარეზე გერმანული დასახლების პერსპეკტიული გეგმა (XIX საუკუნე)
თბილისში მოქმედებდნენ ლუთერული ეკლესია, გერმანული სკოლა, სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღები. გერმანელებს გახსნილი ჰქონდათ სასწავლებლები, საზოგადოებროვ-რელიგიური დაწესებულებები და კულტურულ-სამეურნეო ორგანიზაციები; მათ შორის აღსანიშნავია თბილისის გერმანელთა საკრებულო, ევანგელიურ-ლუთერულ ეკლესიის სკოლასთან არსებული საქველმოქმედო საზოგადოება, ქალთა ევანგელიურ-ლუთერული საქველმოქმედო საზოგადოება, ამიერკავკასიის ევანგელიურ-ლუთერულ მოძღვართა და მასწავლებელთა საქვრივობლო სალარო, კოლონისტთა მმართველობის კანტორა, გერმანული კოლონიების ზედამხედველობა ამიერკავკასიაში, თბილისის პეტრე-პავლეს გერმანული სასწავლებელი.

თბილისის გერმანელთა საკრებულო დაარსდა 1852 წლის 1 იანვარს. იგი მიზნათ ისახავდა განათლებულ ადამიანთა დაახლოვებას და მათი ცოდნის სრულყოფას, წევრების მიერ თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას – დასვენების, გართობის, მუსიკალური და დრამატული საღამოების მოწყობას, შემეცნებითი ლექციების მოსმენას და სხვა ღონისძიებებს. საკრებულოში წევრთა არჩევისას ყურადღება ექცეოდა არა მათ მდგომარეობას, არამედ პირად ღირსებას, ქცევასა და წევრთა შორის ურთიერთდამოკიდებულებას. ყოველწლიურად ირჩევდნენ უხუცესებს, რომელთა მოვალეობა იყო წესდების დაცვაზე ზედამხედველობა.

თბილისის გერმანული საზოგადოების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თბილისის ქალთა ევანგელიურ-ლუთერული საქველმოქმედო საზოგადოების შექმნა მე-19 საუკუნის 90-იან წლებში. საზოგადოება მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო ევანგელიურ- ლუთერული სარწმუნოების მიმდევართ ხელმოკლე პირებისათვის სხვადასხვა სახის ეკონომიური დახმარებით, სამუშაო ადგილის მოძებნით და სხ.

1819 წელს კიროჩნის (მარჯანიშვილის) ქუჩისა და მიხეილის (აღმაშენებლის) პროსპექტის კუთხეში ლუთერული ეკლესია აშენდა. ეკლესია თავდაპირველად ხის იყო. იგი მალე დაიწვა და 20-იან წლებში ქვის, შედარებით მცირე ზომის შენობით შეცვალეს. 1897 წელს ეკლესია კვლავ გადააკეთეს. არქიტექტორ ლ. ბილფელდის პროექტით აშენდა პეტრესა და პავლეს ეკლესია.


ლუთერული პეტრე-პავლეს ეკლესია ტიფლისშიმის პასტორად აკურთხეს რიჰარდ მაიერი.
 

პასტორი რიჰარდ მაიერი
პასტორ რიჰარდ მაიერის ოჯახი
ეკლესია 1933 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა, პასტორი დააპატიმრეს და 1935 წელს დახვრიტეს. ეკლესიის შენობა 1944 წელს გერმანელ ტყვეებს დაანგრევინეს. ტყვეებმა იმ მასალით მარჯანიშვილის მოედანზე ორი სახლი ააშენეს. ალექსანდერდორფში (დიდუბე) არსებობდა აგრეთვე მეორე, ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის ლუთერული ეკლესია.

ლუთერული ღვთისმსახურების აღდგენა მოხერხდა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის და გერმანელთა ასოციაცია “აინუნგი”-ს დაარსების შემდეგ. პირველ ხანებში ღვთის სამსახურს მამა-შვილი დრაილინგები ატარებდნენ. მათი გერმანიაში წასვლის შემდეგ პასტორის წოდება მიიღო გარი აზიკოვმა. იმავდროულად „აინუნგ”-ს გამოეყო ხელსაყრელი პირობებით მიწის ნაკვეთი ტერენტი გრანელის ქუჩაზე, ყოფილი გერმანული სასაფლაო. ამ ნაკვეთზე
ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის პროფესორმა გერთ ჰუმელმა ააშენა „შერიგების” ეკლესია. პენსიაზე გასვლის შემდეგ იგი გადმოვიდა საცხოვრებლად თბილისში და გახდა საქართველოში ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი.


ეპისკოპოსი დ-რი გერთ ჰუმელი
 


ახალი ეკლესია
გერთ ჰუმელი გარდაიცვალა 2004 წელს. ამჟამად ღვთის მსახურებას “შერიგების” ეკლესიაში უძღვება ეპისკოპოსი დ-რი ჰანს იოახიმ კიდერლენი.


ეპისკოპოსი დ-რი ჰანს იოახიმ კიდერლენი
1999 წელს საქართველოში ევანგელიურ-ლუთერული საქველმოქმედო ორგანიზაცია “დიაკონური სამსახური” დაარსდა. ეს სამსახური ინახავს მოხუცთა თავშესაფარს, რომელსაც სამედიცინო განყოფილება და გაჭირვებულთა სასადილოც აქვს. მეორე ასეთი სასადილო იყო დაარსებული „აინუნგი”-სათვის გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (Gთძ) მიერ. დღეისათვის ის მუშაობს ასოციაცია „აინუნგი”-ს ოფისში და მას აფინანსებს “დიაკონური სამსახური”.