აქტუალური
8 აპრილს ასოციაცია „აინუნგ“-ში თბილისში გაიმართა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული მთელი წლის განმავლობაში- აღდგომის დღესასწაული. ეს არის დღე, რომელიც გვჩუქნის ჩვენ კარგი მომავლის. იმედს. ჩვენმა ბავშვებმა თბილისიდან და რუსთავიდან ჩვენ ძალიან გაგვახარეს. წელს ჩვენ ავღნიშნეთ აღდგომის დღესასწაული ვოლგაზე მცხოვრები გერმანელების ტრადიციებით. ჩვენმა ბავშვებმა შეასრულეს ლამაზი სააღდგოლო სიმღერები, ლამაზი ლექსები და იცეკვეს. მონაწილლებმა და მაყურებლებმა გაიცნეს სააღდგომო ტრადიციები. ლამაზი იყო ბავშვების გამოფენაც აღდგომის თემაზე. მრავალფერადმა სააღდგომო კვერცხებმა და აღდგომის ყურდღლებმა შეუქმნეს ჩვენს მონაწილეებსა და მაყურებლებს კარგი ხასიათი. საღდგომო ტრადიციით დამზადებული გემრიელი რიველქუჰენი (Riewelkuchen) და პასკებიც იყო ძალიან გემრიელი. გვსურს მთელი გულით გადაუხადოთ დიდი მადლობა ყველა ბავშვს, პედაგოგს, თანამშროემლსა და მშობელს. ჩვენი ბავშვების სიხარულმა აჩუქა დამსწრე საზოგადოებას ლამაზი ემოციები. ჩვენი შთამომავლების ტრადიციების გაგრძელება არის ჩვენი ვალდებულება და სიამაყე. ამისთვის ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს გერმანიაში.

ჩვენი ბავშვები უკვე აქტიურად ემზადებიან აღდგომის დღესასწაულისთვის „აინუნგ“-ში. ხატვის გაკვეთილებზე ისინი ეცნობიან ცნობილ გერმანულ ტრადიციებს. ბავშვებმა დახატეს და გააფერადეს სააღდგომო კვერცხები და სააღდგომო კურდღლები, სცადეს რომ მიღებული ცოდნა დააილუსტრირონ ქაღალდზე, ყოველმა ბავშვმა მოყვა შემდგომ თავის ნახატზე. ეს ნახატები აგრეთვე გაალამაზებენ ჩვენს სააღდგომო დღესასწაულს.
წელს ჩვენს ასოციაციაში თბილისში მუსიკის გაკვეთილებზე მუშაობს ახალი პედაგოგი ქ-ნი ბარბარა შერმაზანაშვილი. (Barbare shermazanashviliის არის ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილი პედაგოგი, რომელიც სადღეისოდ სწავლობს მსოფლიოში სახელგანთქმულ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრატურაში. მისი ჩვენთან მუშაობის ჯერ კიდევ ხანმოკლე პერიოდში ჩვენ უკვე დავინახეთ მისი პროფესიონალიზმი (რომელიც აგრეთვე ჰქონდა და აქვს მის წინამორბედს ქ-ონ ოლღა ადავაძე-კემპეს, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა და აკეთებს ჩვენი ბავშვებისთვის და ასოციაციისთვის საერთოდ) და პირველი შედეგები. ყოველ შაბათს ჩვენ გვიხარია მოვისმინოთ როგორ სწავლობენ ჩვენი ბავშვები ტრადიციულ გერმანულ სიმღერებს. ბავშვები მღერიან დიდი სიამივნებით მასთან ერთადაც. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი ახალი პედაგოგის ხელმძღვანელობით პირველ კონცერტს სააღდგომოდ.
ამ კვირაში ჩვენს ასოციაციაში თბილისსა და რუსთავში გაიმართა პირველი ამ წელს სენიორკლუბი. ჩვენმა ლექტორმა ქ-მა ოლღა ადვაძე-კემპემ წაიკითხა ლექცია საქართველოში გერმანელების შემოსვლაზე და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აგრეთვე ქ-მა ოლღამ მოუყვა დამსწრე საზოგადოებას გერმანელების მიერ საქართველოში სხვადასხვა სფეროში შეტანილი დიდი წვლილის შესახებ, მაგ. ხელოვნებაში, გეოლოგიაში, ფიზიკაში, მხატვრობაში, მუსიკაში, არქიტექტურაში, თეატრში და ა.შ. აუცილებელია აღინიშნოს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ამ ცნობილი ადამიანების შთამომავლები არიან ჩვენი ასოციაციის წევრები. ჩვენი სენიორკლუბების მონაწეილეებმა დაწერეს ტესტი, რის შედეგადაც გამოვლინდ რომ მათ აქვთ ამ მიმართულებით გარკვეული ცოდნა. ჩვენ გვახარებს, როდესაც ისინი თვითინ გვიყვებიან თავისი ახალი ცოდნის მიღების შესახებ ჩვენი საიტის ანდა ჩვენი მასალების საფუძველზე.
28 თებერვალს ასოციაცია „აინუნგ“-ის პრეზიდენტს ალექსანდრე ფელდმაიერსა და ვიცე-პრესიდენტს ალექსანდრე შუბინს ჰქონდათ შეხვედრა საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ენის განყოფილების ხლმძღვანელთან ქ-ნ რადვანთან. ისინი მოუყვნენ ქ-ნ რადვანს ასოციაციის ეთნო-კულტურული პროექტებისა და ისტორიის შესახებ. გარდა ამისა საუბარი შეეხო ასოციაციის სურვილებს ურთიერთთანამშრომლობის სფეროში. ქ-მა რადვანმა გამოხატა დიდი ინტერესი ასოციაციასა დს მისი სამუშაოს მიმართ, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. გვსურს გამოვხატოთ უდიდესი მადლობა გოეთეს-ინსტიტუტს სასწავლო ადგილების გამოყოფის მუდმივი მზადყოფნისთვის და აგრეთვე სხვადასხვა მის პროექტებში მოიღების შესაძლებლობისთვის
2023 წლის 25 იანვარს ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის მემორიალურ მუზეუმში გაიმართა ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს წევრთა შეხვედრა.
დღეს(22 იანვარს) ჩვენ მივოღეთ მონაწილეობა საქართველოს ევანგელურ-ლუთარანულ ეკლესიაში რვთის მსახურებაში თბილისში, რომლის დროსაც ბატონი როლფი ბარეისი აკურთხეს საქართველოს ევანგელიურ-ლუთარანული ეკლესიის ახალ ეპისკოპოსად. სტუმრებს შორის იყვნენ გერმანიის ელჩი საქართველოში ბატონი პეტერ ფიშერი, საქართველოს სხვადასხხვა კონფესიის ეპისკოპოსები/წარმომადგენლები, საქართველოს რელიგიათა საქმეების სააგენტოს წარმომადგენელი და ზოგი სხვა. საქართველოს გერმანელთა ასოაციაცია “აინუნგ”-ის გამგეობის წევრთა სახელით ვულოცავთ ბატონ ბარეის დღევანდელ დღეს, ვუსურვებთ ყოველივე კარგს და ღმერთის კურთხევას !
2022 წლის 14-15. დეკემბერს ჩვენს ასოციაციაში თბილისსა და რუსთავში ჩატარდა ამ წელს ბოლო სენიორკლუბები, რომლებიც იყო მიძღვნილი შობის დღესასწაულსა და საშობაო ტრადიციებს. ჩვენ გვსურს მთელი გულით დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველა ლექტორს, რომლებმაც მოამზადეს ძზლიან საინტერესო პროგრამა და აგრეთვე ჩვენს მონაწილეებს, რომლებიც ყოველი თვე ელოდებოდნენ ამ ღონისძიებას.
დღეს(9 დეკემბერს) ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ფელდმაიერი და ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე შუბინი საქართველოში გერმანიის ელჩის ბ-ნი პეტერ ფიშერის მოწვევით იმყოფებოდნენ ოფიციალურ მიღებაზე ელჩის ახალი რეზიდენციის გახსნასთან დაკავშირებთ. ჩვენ გვიხარია საელჩოსთან მრავალწლიანი მეგობრობა და კონსტრუქტიული თანამშრომლობა, რისთვისაც გვსურს გამოვთქვათ მთელი გულით დიდი მადლობა.
24-25 ნოემბერს ჩვენთან ასოციაციაში ჩატარდა სენიორკლუბები საინტერესო ლექციებით.
2022 წლის 7-9. ნოემბერს ბერლინში გაიმართა გერმანული დიასპორების სამუშაო ჯგუფის 31. სხდომა. ჩვენი ასოციაციის მხრიდან მიირეს მონაწილეობა ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ფელდმაიერმა და ახალგაზრდული ორგანიზციის თავმჯდომარემ ალექსანდრე შუბინმა. ხანგრძლივი პაუზის შემდგომ პანდემიის გამო ჩვენ ყველას მოგვეცა საშუალება შეკრებისა რომ განვიხილოთ ჩვენი წარმატებები, წარუმატებლობები და მომავალი გეგმები. სხდომა იყო ძალიან საინტერესო და წარმატებული., გაიმართა შეხვედრები CDU/CSU ფრაქციების წარმომადგენლებთან, ცვენს ახალ საშუამავლო ორგანიზაციასთან Stiftung Verrbundenheit, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში. განსაკუთრებულად აღსანიშნავია შეხვედრები გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ფედერალურ წარმომადგენელთან ქ-ნ ნატალია პავლიკთან. აგრეთვე ჩვენ გაგვეხარდა ბატონ კოშიკთან საუბრის გამართვის სესაძლებლობისტვის. “EINUNG” სახელით მსურს AGDM-ს, მის სპიკერს ბერნარდ გაიდას, კოორდინატორს რენატა თრიშლერს და მთელ გუნდს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ძალიან დიდი ჩატარებული სამუშაოსთვის და წარმატებული სხდომისთვის.
ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ფელდმაიერი
2022 წლის 26 ოქტომბერს ჩვენს ასოციაციაში თბილისსა და რუსთავში გაიმართა სენიორკლუბები. ჩვენ ძალიან გაგვეხარდა რომ გვქონდა შესაძლებლობა დაგვეპატიჟებინა ჩვენთან სტუმრად ივანე ჯავახიშვილის სახელიბის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი ბატონი ნიკო ჯავახიშვილი. ბატონმა ნიკომ როგორც ყოველთვის ჩვენი ასოციაციის წევრებს შესთავაზა ძალიან საინტერესო ლექცია გერმანიასა და საქართველოს შორის მეორე მსოფლიო ომამდე და მისი დასრულების შემდგომ ურთიერთობების შესახებ. მან წარმოგვიდგინა აგრეთვე ნაკლებად ცნობილი მაგრამ ძალიან აქტუალური და საინტერესო ფაქტები. ლექცია იყო იმდენად საინტერესო, რომ ის შემდგომში გადაიზარდა დისკუსიაში მრავალი კითხვის დასმასთან ერთად. ჩვენ გვსურს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ ნიკო ჯავახიშვილს ჩვენს სენიორკლუბებში კიდევ ერთი საინტერესო დღისთვის.
2022 წლის 21 ოქტომბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა ტოლერანტობის ქომაგების არჩევნები სახალხო დამცველთან არსებული, საბჭოს შეხვედრა ტოლერანტობის ქომაგების არჩევნის მიზნით. საქართველოს გერმანელთა ასოციაცია “აინუნგი” გახდა ამ საბჭოს წევრი მისი დაფუძნების თანავე მრავალი წლის წინ და საქართველოს სხვა ეროვნულ უმცირესობებთან ერთად არის მისი სრულუფლებიანი წევრი. დღეს საბჭოზე დასახელდა 2022 წლის ტოლერანტობის ფანი, ადამიანაი, რომელიც გამოირჩევა ადამაინის უფლებების სფეროში თავისი საქმიანობით და აქტივობით.
19 ოქტომბერს ასოციაცია “აინუნგის” ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ფელდმაიერმა მიიღო მონაწილეობა ქ.თბილისის საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდიანაციო საბჭოს სხდომაში, რომელზეც განხილული იქნა 2022 წლის ნოემბერში დაგეგმილი ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზაციული საკითხები. ჩვენ ვუხდით დიდ მადლობას საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელს ქ-ნ რიტა ხიდირბეგიშვილს მისი ძალისხმევისთვის თბილისში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მხარდაჭერის და მათ შორის ურთიერთობების განვითარების სფეროში.
ცნობილ გერმანულ პიცერიაში Rainers ჩვენი ახალგარდული ჯგუფისთვის ჩატარდა კულინარიული მასტერკლასი. სამზარეულოს გამოცდილმა თანამშრომლებმა მოუყვეს ჩვენს ახალგაზრდებს თუ როგორ მზადდება ტრადიციული გერმანული შტრუდელი. რის შემდეგადაც ჩვენმა ახალგაზრდებმა დაიწყეს შტრუდელის მომზადება სამზარეულოს თანამშრომლების ხელმძღვანელობით. მომზადებული შტრუდელი გემრიელი გამოდგა
ეს პროექტი ჩვენს ახალგაზრდებს შორის ძალიან პოპულარულია. გვსურს პიცერიის თანამშრომლებს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ მეგობრობისთვისა და კარგი პარტნიორობისთვის ხოლო ჩვენს ახალგაზრდებს მაღალი მოტივაციისთვის. ასოციაცია “აინუნგ”-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ფელდმაიერი და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ალექსანდრე შუბინი
2022 წლის აპრილში ასოციაცია “აინუნგ”-ის ოფისებში თბილისსა და რუსთავში ჩატარდა სენიორკლუბები აღდგომის დღესასწაულის თემაზე, როგორ ზეიმობდნენ არდგომას ჩვენი გერმანელი წინაპრები საქართველოში. მონაწილეებისთვის საინტერესო იყო ამ დღესასწაულის ირგვლივ ახალი დეტალების გაგება და ისინი თვითონაც ყვებოდნენ თუ როგორ ტარდება მათ ოჯახებში ეს წმინდა დღესასწაული


საქართველოს გერმანელთა ასოციაცია “აინუნგ”-ის სახელით მსურს ქალბატონ ნატალი პავლიკს მიულოცო გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული გადასახლებულებისა და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ფედერალური მთავრობის რწმუნებულის თანამდებობაზე დანიშვნას! გულითადად გელოდებით ჩვენთან საქართველოში! ასოციაცია “აინუნგ”-ის ვიცე-პრეზიდენტი და საპროექტო ხელმძღვანელი ალექსანდრე ფელდმაიერი
2022 წლის 10 აპრილს ჩვენ ჩავატარეთ წელს პირველი ექსკურსია ჩვენი ახალგაზრდა ჯგუფისთვის. პირველ მიმართულებად ჩვენ ავირჩიეთ ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც თბილისთან ახლოს მდებარეობს. ამ მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს ყველა რეგიონი, რომლებშიც აგრეთვე ცხოვრობდნენ გერმანელები, ჩვენი წინაპრები. იყო ზალიან საინტერესო. ჩვენ გვსურს დიდი მადლობა გადავიხადოთ ამ პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის.
დღეს გახდა ცნობილი, რომ ბ-ნი ბერნდ ფაბრიციუსი განთავისუფლებულია ეროვნული უმცირესობების საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის რწმუნებულის თანამდებობიდან. როგორც საქართველოს გერმანელთა ასოციაცია “აინუნგ”ის ვიცე -პრეზიდენტი და საპროექტო ხელმძღვანელი მსურს ჩვენი აორგანიზაციის სახელით ბ-ნ ფაბრიციუსს გადავუხადო დიდი მადლობა მისი საქმიანობისთვის ამ თანამდებობაზე და ვუსურვო მას წარმატებები შემდეგში
აი ესე მუშაობენ ჩვენი ბავბშვები ასოციაცია “აინუნგ”-ის წრეში ჩვენს შესანიშნავ პედაგოგთან ქ-ნ ლიასთან ერთად და შეაქვთ თავისი დიდი და ლამაზე წვლილი ჩვენი 2022 წლის სააღდგომო დღესასწაულის მომზადებაში. ძვირფასო ქ-ნო ლია და ძვირფასო ბავშვებო, დიდი მადლობა თქვენ!
ამ კვირადღეს 27 მარტს ჩვენს ასოციაციაში თბილისში შედგა ჩვენი ბაბშვებისთვის სამარიტული საჩუქრების გადაცემის ღონისძიება
2022 წლის 24-25 მარტს ჩვენს შეხვედრების ცენტრებში თბილისსა და რუსთავში ჩატარდა სენიორკლუბის საღამოები. ამჯერად ლექციის წასაკითხად დაპატიჟებული იყო საქართველოს გერმანელთა ასოციაცია “აინუნგ”-ის წევრი, ცნობილი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ქ-ნი დიანა ნიკოლაიშვილი (Gefke), რომელმაც ჩვენი ღონისძიების მონაწილეებს შესთავაზა საინტერესო და პრაქტიკული ლექცია თემაზე “შინაგანი საყრდენი”. მან გაარჩია მსმენელებთან ერთად შიდა და გარე საყრდენის რაობა, მნიშვნელობა და ძლიერი და სუსტი მხარეები. გამოვიყენეთ სავარჯიშოები შინაგანი საყრდენის აღსადგენად როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ და ემოციურ დონეზე. განვიხილეთ გარემოს სტრესული გავლენა ორგანიზმზე და მასთან გამკვლავების ხერხები. ეს თემა დღეს პოსტკოვიდურ პერიოდში და მრავალი შეზღუდვების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალურია. დოცენტმა აგრეთვე მოყვა რამოდენიმე გერმანული სპეციალისტის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. საღამო გამოდგა ძალიან საინტერესო. რუსთავში სენიორკლუბის მონაწილეებს გაეხარდათ სტუმრად ჩამოსული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის და საპროექტო ხელმძღვანელის ალექსანდრე ფელდმაიერის ნახვა.
ამ კვირადღეს 20 მარტს ჩვენი ასოციაციის რუსთავის ფილიალში შედგა ჩვენი ბაბშვებისთვის სამარიტული საჩუქრების გადაცემის ღონისძიება. ბავშვებმა შეასრულეს რამოდენიმე გერმანული სიმღერა, რომლებიც მათ ისწავლეს ცოტა ხნის წინ რუსთავის ფილიალში გახსნილ მუსიკის საბავშვო წრეში. ჩვენი სტუმარი ამ დღეს იყო სელე-ის ეპისკოპოსი მარკუს შოხი. მან გაიცნო ბავბშვები, მშობლები და მიიღო მონაწილეობა საცუქრების დარიგებაში. ეპისკოპოსმა უსურვა ჩვენს ფილიალს რუსთავში წარმატებები შემდგომ განვითარებაში.
2022 წლის 14 მარტს გაიმართა კონფერენცია ონლაინ რეჟიმში, რომელშიც ერთის მხრივ მიიღეს მონაწილეობა ფონდის თავმჯდომარემ ბ-მა ჰარტმუტ კოშიკმა, პროფესორმა დოქტორ ოლივერ იუნკმა, საპროექტო ხელმძღვანელმა ბ-მა მახნიცკემ და გერმანული დიასპორების უშუალო პარტრნიორებმა ფონდში მდა მეორეს მხრივ გერმანული დიასპორების ხელმძღვანელებმა და საპროექტო ხელმძღვანელებმა. აქტუალურ ტემებთან ერთად განხილულ იქნა რა თქმა უნდა სიტუაცია უკრაინის გერმანულ დიასპორაში. ყოველ გერმანულ დიასპორას ჰქონდა საშუალება დაეყენებინა დღის წესრიგში მისთვის აქტუალური თემები ან დაესვა შეკითხვბები. “Einung”-ის ვიცე-პრეზიდენტმა და საპროექტო ხელმზღვანელმა ალექსანდრე ფელდმაიერმა მიიღო აგრეთვე მონაწილეობა ამ შეხვედრაში და აქტუალური თემების განხილვაში. დისკუსია გამოვიდა ძალიან ღია და საინტერესო. გვსურს გადავხადოთ ფონდსნStiftung Verbundenheit და პირადად ბ-ნ ჰარტმუტ კოშიკს დიდი მადლობა ამ საშუამავლო მუშაობისთვის და ვუსურვოთ ჩვენ ყველას (ფონდა და ყველა გერმანულ დიასპორას) დიდი წარმატებები!
ასე მუშაობენ ჩვენი ბავშვები თბილისში წრეებზე. ჩვენი ძვირფასს პედაგოგი ლია ბერძენიშვილი (შმიტი) ასწავლის ბავშვებს ხატვას და ძერწვას.
ასე მუშაობენ ჩვენი ბავშვები თბილისში წრეებზე. ჩვენი ძვირფასს პედაგოგი ლია ბერძენიშვილი (შმიტი) ასწავლის ბავშვებს ხატვას და ძერწვას.
2022 წლის 24-25. თებერვალს ასოციაცია “აინუნგ-ში თბილისსა და რუსთავში იყო ორგანიზებული სენიორკლუბი. ამჯერად ჩვენთან სტუმრად იყო ლექტორი და რეჟისორი ანატოლი ლობოვი. მან შესთავაზა ჩვენს მონაწილეებს ძალიან საინტერესო ლექცია გერმანული თეატრის შესახებ და უპასუხა მრავალ შეკითხვას. როგორც ყოველთვის იყო ძალოიან საინტერესო და ემოციაბით სავსე საღამო. დიდი მადლობა გვსურს თქვენ გადაგიხდაოთ, ძვირფასო მეგობარო და კოლეგა ანატოლი ივანოვიჩ.


2022 წლის 21 თებერვალს ქ. თბილისის საკრებულოში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიძღვნილი იყო მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი. ამ საღამოს ინიციატორებად გამოვიდნენ ქ. თბილისის საკრებულო და საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტი. ამ საღამოში წარმოდგენილები იყვნენ ყოველი დიასპორიდან თითო წარმომადგენელი კორონავირუსის ინფექციის გამო. ასოციაცია “აინუნგი” წარადგინა ამ ლამაზ საღამოზე ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ფელდმაიერმა. ჩვენ ვუხდით დიდ მადლობას თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტს ამ ლამაზი საღამოსთვის, რომელიც პირველად ჩატარდა კორონავირუსული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.
იანვრის თვეში პირველად ამ წელს ჩვენ ჩავატარეთ სენიორენკლუბი თბილისსა და რუსთავში, რომელსაც უძღოდა ჩვენი ასოციაციის წევრი ოლღა მამაევა. ღოგორც ყოველთვის იყო ძალიან საინტერესო რისთვისაც ჩვენ ვუხდიდ მას მადლობას!
2022 წლის 13 თებერვალს ბ-ნი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი არჩეულ იქნა გერმანიის ფედერალური კრების მიერ ფედერალური პრეზიდენტის თანამდებობაზე შემდეგი ვადით. ჩვენ გვიხარია ეს დღე და ვუსურვებთ მას დიდ წარმატებებს! ჩვენ გვსურს გავიხსენოთ შეხვედრა, რომელიც გაიმართა რამოდენიმე წლის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბ-ნი შტაინმაიერსა და გერმანული დიასპორების წარმომადგენლებს შორის გერმანული დიასპორების ყოველწლიური კრების ჩარჩოში როდესაც ბ-ნი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჯერ კიდევ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ. ბ-მა ჰარი აუგსტს და ალექსანდრე ფელდმაიერს მიეცა მაშინ შესაძლებლობა ძალიან მოკლედ წარედგინათ საქართველოს გერმანული დიასპორა. ჩვენ გვსურს გადაუხადოთ დიდი მადლობა ბ-ონ შტაინმაიერს გამოხატული თბილი სიტყვებისთვის ყველა გერმანული დიასპორის მიმართ და სრული მხარდაჭერა ჩვენს საქმიანობაში !
ძვირფასო მეგორბრებო და კოლეგებო, ჩვენ ძალიან გვიხარია წარმოგიდგინოთ თქვენ პატარა ფილმი ჩვენი გერმანული დიასპორის შესახებ გადაცემა, რომელიც გადაღებული იყო ამ ზამთარს და ნაჩვენები იქნა რამოდენიმე დღის წინ საერთაშორისო ტელეკომპანია “МИР”-ის მიერ მის რუბრიკაში “ჩვენი უცხოელები”. მსურს უდიდესი მადლობა გადაუხადო პირადად ჯურნალისტ მიხეილ რობაქიძეს და მის ჯგუფს ამ შესანიშნავი იდეისთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის 12 წუთის განმავლობაში დიდი მასალა ასე საინტერესაოდ წარმოეჩინა. დიდი მადლობა!
ძვირფასო მეგობრებო, მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ რუსთავში გავხსენით მუსიკალური წრე, სადაც ბავშვები გერმანულ სიმღერებს შეისწავლიან. დიდი მადლობა BMI-ს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის
27 იანვარი ნაციონალ-სოციალიზმის მსხვერპლთა მოგონების დღეა. აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 77 წლის შემდეგაც გერმანიისთვის ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმის დანაშაულების გახსენება კვლავ რჩება ვალდებულებად. ამიტომ გერმანიამ და ისრაელმა ერთობლივად შეიმუშავეს რეზოლუცია ჰოლოკოსტის უარყოფისა და გაყალბების წინააღმდეგ, რომელიც გასულ კვირას გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მუდამ გვახსოვდეს ამ რეჟიმს შეწირული ადამიანები და უზრუნველვყოთ, რომ წარსულის საშინელებები აღარასდროს განმეორდეს.
ხატვის გაკვეთილი რუსთავში.
15-19 დეკემბერს ნურსულტანში გაიმართა ახალგაზრდული საგანმანათლებლო აკადემია, რომელშიც მიიღო მონაწილეობა “აინუნგ”-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე შუბინმა. ჩვენ ვუხდით დიდ მადლობას ცვენს მეგობრებსა და კოლეგებს ყაზახეთიდან , რომლებმაც მოგვცეს მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ეს იყო დატვირთული დღეები საინტერესო ვორკშოპებითა და სემინარებით, რომლებშიც იყო ისეთი მნიშვნელოვანი თემები წამოწეული როგორებიც არის ჯგუფის ჩამოყალიბება, ფსიქოლოგია, SMM. სადისკუსიო მოედნებზე განხილული იქნა შესაძლო პროექტები და იდეები. იმ დღეებში თავისი 25 წლის იუბილე აღნიშნა აგრეთვე გერმანულმა ახალგაზრდულმა კავშირმა. ცვენი ასოციაციის სახელით ვუსურვებთ ამ კავშირს წარმატებებს, ახალ პროექტებს და ვუსურვებთ საინტერესო თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნების გერმანული დიასპორებს შორის.
2021 წლის 24 დეკემბერს ასოციაცია “აინუნგ”-ის შეხვედრათა ცენტრში თბილისში გაიხსნა ფოტოგამოფენა. ამ გამოფენის მეშვეობით ჩვენ გვსურდა პირველ რიგში უფრო მეტად დაგვაინტერესა “აინუნგ”-ის ბავშვები და ახალგაზრდები ჩვენი პროექტებისადმი და გაგვეკეთებინა ეთნო-კულტურული პროექტების პოპულარიზება. ამის გარდა ჩვენ წარვადგინეთ დამატებით ჩვენი პროექტები წინა წლეებიდან, ამით ჩვენ შევქმენით მყარი ხიდი “აინუნგ”-ის წარსაულსა, აწმყოსა და მომავალს შორის. გამოფენა გვიდემონსტრირებს ასოციაციის მდიდარ წარსულს, აგრეთვე იმ ადამიანებს, რომლებმაც შეიტანე სთავისი დიდი წვლილი ასოციაციის დაფუძნებასა, განვითარებასა და მისი მიზნების მიღწევის საქმეში როგორც საქართველოს გერმანელთა დიასპორა. თავიდან დაგეგმილი იყო ფოტოგამოფენის ჩატარება 2 კვირის ვადით. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ ეს გამოფენა საერთოდ დავტოვოთ და დროთა განმავლობაში ახალი სურათები დავამატოთ. ეს პროექტი წარმოადგენს აგრეთვე ძალიან კარგ მოტივაციას ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობოს მიღებისადმი. როგორც საპროექტო ხელმძღვანელი მინდა დიდი მადლობა გადაუხადო კარგი გაწეული სამუშაოსთვის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ალექსანდრე შუბინს, ჩვენი გამგეობის წევრებს, ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს, რომლებმაც მოგვაწოდეს ფოტომასალები და გაგვიწიეს დახმარება გამოფენის ორგანიზაციაში. ეს არის პროექტი, რომელიც ჩაფიქრებული იყო ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ და როგორც იქნა ჩვენ შევძელით მისი რეალიზება ეხლა. დიდი მადლობა, ძვირფასო მეგობრებო! Vielen Dank, liebe Freunde! გვსურს დიდი მადლობა გადაუხადოთ BMI-ს ამ პროექტის დაფინანსებისთვის!

რამოდენიმე დღის წინ ჩვენ ჩავატარეთ ფოტო მასტერკლასი.
ეს იყო ძალიან საინტერესო ყველა მონაწილესთვის. ხვალ ახალგაზრდები მასტერკლასის მეორე ნაწილს ელოდებიან.
26 ნოემბერს ასოციაცია “აინუნგ”-ში თვბილისში და რუსთავში ჩატარდა კიდევ ერთი სენიორკლუბი. ამჯერად ჩვენ მოვიწვიეთ ცნობილი თეატრალური ლექტორი და რეჟისორი ბ-ნი ანატოლი ლობოვი, რომელმაც ჩვენს მონაწილე წევრებს წაუკითხა საინტერესო ლექცია დასახელებით “ემოციები, რომელიც ადამიანს შეუძლია გაუჩნდეს გერმანული ლიტერატურის წაკითხვისას”. გერმანული პოეზიის საფუძველზე იყო წარმოდგენილი კონკრეტული მაგალითები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ადამიანს პანდემიის პირობებში უფრო მაღალი დაცვისთვის თავისი ემოციებისა და გრძნობების უკეთ მართვა. ლექციის შემდგომ დასმული იყო ბევრი კითხვები და აგრეთვე გაიმართა დისკუსია. ჩვენმა მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი შემდგომში ამ თემის კიდევ ერთხელ განმეორების შესახებ. Seniorenklub-ი ჩვენი ასოციაციის წევრებს შორის გახდა ძალიან სასიხარულო პროექტი, რისთვისაც ჩვენ ვუხდიდ დიდ მადლობას BMI-ს და გაგვეხარდება მისი გაგრძელება.
aus dem Leben der Assoziation
ჩვენი ასოციაციის ცხოვრებიდან:
ასოციაცია “აინუნგი”–ს ვიცე–პრეზიდენტის ალექსანდრე ფელდმაიერის და გამგეობის ორი წევრის – იულია ტოლიკოვას და მარინე ბზიკაძის ალმატიში 2018 წლის იანვარში ორგანიზაცია “ვიდერგებურტ”–ში ვიზიტი გერმანიის შსს–ს მხარდაჭერით.
http://daz.asia/blog/georgiens-deutsches-erbe/
* * *
2018 წლის 16 დეკემბერს ასოციაცია “აინუნგში” გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა საშობაო დღესასწაული. ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა “აინუნგი”-ს და საქართველოში ევანგელურ–ლუთერული ეკლესიის მრევლის წევრებმა. სტუმართა შორის იყო საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილე ბატონი ფაბრი, საქართველოს ომბუდსმენის წარმომადგენელი, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ბექა მინდიაშვილი, თბილისის საკრებულოში ეროვნული უმცირეცობების საბჭოს თავმჯდომარე ქ–ნი რიტა ხიდირბეგიშვილი, თბილისის საკრებულოსთან აღსებული მეგობრობის სახლის ხელმძღვანელი ქ–ნი ნანა ნიკოლაძე, ოსური დიასპორის ხელმძღვანელი ბ–ნი თენგიზ გაგლოევი და აგრეთვე საქართველოს ეროვნული უმცირეცობების სხვა წარმომადგენლები. სამწუხაროდ, ევანგელურ–ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი მარკუს შოხი სამსახურეობრივი მიზეზების გამო ვერ დაესწრო ჩვენს დღესასწაულს, მაგრამ ჩვენ მოხარულნი ვიყავით ჩვენს სტუმრებს შორის ვიხილოთ პასტორი ვიქტორ მიროშმიჩენკო.
საშობაო დღესასწაულზე ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი საბავშვო წრეების მუშაობის შედეგები, ასოციაციის ახალგაზრდა წევრმა რუსთავიდან საშა შუბინ–ფრიჩმა (20) შეასრულა ნაწარმოებები ფლეიტაზე, მიშა იაშვილმა (16) კი ფორტეპიანოზე.
რუსთავის ლუთერული ეკლესიის მრევლის გუნდმა კარგად შეასრულა სიმღერები. ასოციაციის ბავშვებმა გერმანულ სამოსში იცეკვეს, შეასრულეს საშობაო სიმღერები და წაიკითხეს გერმანული ლექსები. ასოციაციის წევრებმა მოამზადეს გლინტვეინი და გამოაცხეს გერმანული ნამცხვრები. მაგიდებზე იყო წითელი და თეთრი ღვინო ასურეთიდან (ელიზაბეტტალი).








* * *
FUEN-ის სემინარი “უმცირესობები კავკასიაში” 2018 შლის 10–12 დეკემბერს თბილისში:


* * *
2017 წ. ევროპული გერმანული სათვისტომოების ორგანიზაციამ შეჰქმნა გერმანული ეროვნული უმცირესობებისადმი მიძღვნილი გადატანითი გამოფენა, რომელიც ეძღვნება უმწირესობების ცხოვრებას, მათ წარსულს და ტრადიციებს, იგი მოგვითხრობს მათ დღევანდელ საქმიანობაზე, პროექტებზე, რომლებიც მხარდაჭერილია გერმანული ევროპული უმცირესობების ორგანიზაციის მიერ. გამოფენა ეძღვნება მათ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებებით (კულტურა, ენა, განათლება, რელიგია, გადასახლება, მუშაობა ახალგაზრდობასთან და მედიასთან და ა.შ.). ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო “აინუნგი”–ს ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრე ფელდმაიერმა. 2019 ან 2020 წელს იგეგმება გამოფენის ჩვენება თბილისში.
https://agdm.fuen.org/wanderausstellung/






* * *
მონაწილეობა FUEN -ის კონგრესში ქალაქ კლუჟ–ნაპოკაში (უნგრელების ცენტრი რუმინეთში).
https://www.fuen.org/news/events/mx27-event-fuen-congress/






* * *
მონაწილეობა FUEN -ის კონგრესში ბერლინში (2018).










* * *
აღდგომის დღესასწაული “აინუნგი”–ს ოფისში, 2018.








* * *
გარი აუგსტის წიგნის “საქართველოში გერმანელების 200 წლიანი ცხოვრების
ისტორიის საკითხები” პრეზენტაცია საქართველოს საპარლამენტო
ბიბლიოთეკაში 2018 წლის 21 მარტს.

* * *
მონაწილეობა კონრად ადენაუერის ფონდის სემინარში გერმანული სათვისტომოებისათვის, ოდესა, 2017.
http://deutsche.in.ua/de/news/international_partnership/nemeckie-menshinstva-kak-most.html






* * *
სტატია გერმანულ ჟურნალ “BEGEGNUNG”–ში დ–რ გარი აუგსტის ინტერვიუით:
1817 წელს საქართველოში პირველი გერმანული დასახლებების დაარსების 200 წლის იუბილესთან და 2017 წლის გერმანულ–ქართული მეგობრობის წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით გერმანულმა ჟურნალმა “BEGEGNUNG” (“შეხვედრა”) 2019 წ. იანვრის ნომერში გამოაქვეყნა ჟასმინ სარა ბროკის და იოჰანა ბიოტგესის კარგად ილუსტრირებული სტატია “Wegweiser in die Zukunft” (“გზამკვლევი მომავალში”, გვ. 32), რომელშიც მოყვანილია ინტერვიუები, მათ შორის ასოციაცია “აინუნგი”-ს პრეზიდენტ გარი აუგსტთან. ჟურნალი შეგიძლიათ იხილოთ ვებ–გვერდზე.
* * *
ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო. მრავალი წლის განმავლობაში16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან (ომბუდსმენთან) არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სხდომაზე ანიჭებენ საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის ტოლერანტობის ქომაგის წოდებას შემდეგ ნომინაციებში: 2 წოდება საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს; 2 წოდება საქართველოს მედიის ორგანიზაციებს; 2 წოდება პერსონალურად საზოგადოებრივ მოღვაწეს.
დაჯილდოება იმართება საზეიმოდ დიპლომატიური კორპუსის, მასმედიის, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თანდასწრებით.
* * *
წლების განმავლობაში ასოციაცია “აინუნგი”–ს ოცნება იყო გამოეცა თავისი მხატვრების ნამუშევრების კატალოგის გამოცემა. ახლა კატალოგი დაბეჭდილია და მასთან გაცნობა შესაძლებელია ინტერნეტშიც.
ასოციაციის “აინუნგი”–ს მხატვრების კატალოგი:
https://drive.google.com/file/d/1hZLsPR26kuNF7sJaS03NH7mZbhqo_Gaj/view
საქართველოში ტრადიციულად მოღვაწეობდა მრავალი გერმანელი მხატვარი, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ქართველი მხატვრული სკოლის ჩამოყალიბებაზე. პროექტის მიზანია იმ გერმანული წარმოშობის მხატვრების პოპულარიზაცია, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა მრავალ გამოფენებში. ასოციაცია “აინუნგი” მადლობელია გერმანიის შინაგან სამინისტროსადმი და საქართველოში გერმანიის საელჩოსადმი ამ პროექტის ფინანსური მხარდაჭერისათვის.
* * *
“პრახტ–ანსამბლი”–ს (ოდესა) კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროში (2016 წლის დეკემბერი).
http://deutsche.in.ua/de/cms/nemcy_v_ukraine/tvorcheskie_kollektivy/prachtlensemble.html







* * *
ტოლერანტობის დღეები (2015, 2016) თბილისის საკრებულოში:





ვაქვს პატივი გაუწყოთ, რომ ჩვენმა პატარამ ინსტრუმენტალურმა ანსამბლბა გაიმარჯვა და მოიპოვა პირველი ადგილი საერთასორისო საოჯახო ფესტივალზე “Wir gemeinsasm-мы вместе” 2020/2021, რომლის ორგანიზატორი იყო «Jugend-LmDR e.V.». ჩვენ ვულოცავთ ჩვენს ახალგაზრდა მონაწილეებს. აგრეთვე დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს LmDR -ში და განსაკუთრებულად ბ-ნ წალტერ გაუკს ჩვენი მონაწილეობის მიღების წინადადებისთვის და აგრეთვე დიდი მადლობა «აინუნგ»-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელს ალექსანდრე შუბინს.